|
2017-10-18 14:51:34, 1913 ნახვა
კომენტარი
ბოკუჩავა: წინასაარჩევნო გარემო უთანასწოროა - პარტიის შემომწირველებს აშინებენ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას შეფასებით, წინასაარჩევნო გარემო ყველა თვალსაზრისით უთანასწოროა. როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, პარტიის შემომწირველებს აშინებენ. “წინასაარჩევნო გარემო უთანასწოროა ყველა თვალსაზრისით. არა მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თვალსაზრისით, ის რომ ბაღების მასწავლებლების და დირექტორების მობილიზება ხდება საარჩევნო კამპანიისთვის, არა მხოლოდ ფინანსური უთანასწორობის თვალსაზრისით. მილიონობით შემოწირულობა აქვს "ქართულ ოცნებას", მაშინ როცა "ნაციონალური მოძრაობის" შემომწირველებს აშინებენ და არ აძლევენ საშუალებას მხარი დაუჭირონ პარტიას. ხელისუფლება აქტიურად იყენებს ძალაუფლებას, სუს-ს, პოლიციას, იმისთვის, რომ შექმნას არათანაბარი პირობები. ჩვენი კანდიდატები გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ, რადგან გამოხატავდნენ საკუთარ პროტესტს მიწების მიტაცებასთან დაკავშირებით. ცხადია, შეუძლებელია ისაუბრო თანაბარ საარჩევნო გარემოზე. NDI-ის წარმომადგენლებს მოვახსენე ყველამ ამ პრობლემასთან დაკავშირებით", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)