|
2017-10-15 18:42:16, 1897 ნახვა
კომენტარი
ბრუნო ბალვანერა: საქართველო ევროპის მეორე ტალღის ლიდერია
„საქართველო მოწინავე პოზიციაზეა იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ახლა ცდილობენ საკუთარი ადგილი დაიმკვიდრონ დასავლეთის ეკონომიკაში. საქართველო ევროპის მეორე ტალღის ლიდერია“, - ამის შესახებ EBRD-ის რეგიონალურმა დირექტორმა, ბრუნო ბალვანერამ თბილისში Emerging Europe-ის რედაქტორთან, ენდრიუ ვრობელთან საუბრისას განაცხადა. ბალვანერას შეფასებით, საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება და საკუთარი მოსაზრების დასასაბუთებლად ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებსა და სტაბილურ პოლიტიკურ ვითარებაზე ამახვილებს ყურადღებას. „ რამდენიმე კვირის წინ თბილისში EBRD-ის პრეზიდენტი, სუმა ჩაკრაბარტი იმყოფებოდა. მისი თქმით, საქართველო ლიდერია იმ მეორე ტალღის ქვეყნებს შორის, რომლებიც თანდათანობით დასავლეთის ეკონომიკის ნაწილი ხდება. ჩაკრაბარტიმ იგულისხმა, რომ ‘პირველი ტალღა’ აერთიანებდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, როგორიცაა პოლონეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა და სლოვაკეთი. ‘პირველი ტალღის’ ქვეყნებმა უკვე მოახერხეს ევროპულ ეკონომიკაში ინტეგრირება და საკმაოდ დიდი წარმატებითაც. რაც შეეხება ‘მეორე ტალღის’ ქვეყნებს, ეს სწორედ ის ქვეყნებია, რომლებიც ახლა ცდილობენ საკუთარი ადგილი დაიმკვიდრონ საბაზრო ეკონომიკაში. საქართველო ამ ქვეყნებს შორის მოწინავე პოზიციაზეა“, - აცხადებს EBRD-ის რეგიონალური დირექტორი. ბრუნო ბალვანერას კომენტარს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ავრცელებს.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)