01:08 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-13 18:26:05, 2138 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე: დღეს მივიღეთ ძალიან დახვეწილი დოკუმენტი

„ჩვენ დღეს მივიღეთ ძალიან დახვეწილი დოკუმენტი", - ამის შესახებ პარლამენტის თავმდჯომარე ირაკლი კობახიძემ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოში მუდმივად პრობლემა იყო კონსტიტუციის გაუმართაობა.

"მოქმედ კონსტიტუციაზეც ეს შეიძლება ითქვას. ჩვენ ძალიან დაუხვეწავი დოკუმენტი შევცვალეთ ძალიან დახვეწილი კონსტიტუციით, რომლითაც,  როგორც ვენეციის კომისიამ და სხვა საერთაშორისო ავტორიტეტულმა ორგანიზაციებმა აღნიშნეს, ყალიბდება ძალიან დახვეწილი ევროპული ტიპის საპარლამენტო მმართველობის სისტემა. ეს არის ნამდვილად ძალიან დიდი მიღწევა, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება. ეს იყო ამომრჩევლისთვის მიცემული დაპირება ჩვენი მხრიდან და ჩვენ ეს დანაპირები პირნათლად შევასრულეთ. ჩვენ ვტოვებთ ძალიან დახვეწილ კონსტიტუციას, რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. 
როგორც კი მოეწერება ხელი დოკუმენტს, მაშინვე მოხდება იმ საკითხების ინიცირება, რომელიც აისახა ვენეციის კომისიის ბოლო დასკვნაში. ეს მოხდება უახლოესი დღეების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერება დოკუმენტს",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics