|
2017-10-13 15:28:40, 2874 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანი: თურქეთს ევროკავშირი არ სჭირდება - მზად ვართ მოლაპარაკებები შევწყვიტოთ
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიფ ერდოღანის განცხადებით, ანკარას ევროკავშირში გაწევრიანება არ სჭირდება. როგორც AP იუწება, ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი მზადაა გაწევრიანების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებები შეწყვიტოს. "ევროკავშირი გვაიძულებს, რომ ველოდოთ. ჩვენ ვითმენთ. თუ გულწრფელები ხართ (ევროკავშირი), მაშინ გააკეთეთ განცხადება, მოდით ეს დავასრულოთ. ჩვენ ევროკავშირი არ გვჭირდება. თქვენში საჭიროებას ვერ ვხედავთ", - განაცხადა ერდოღანმა. ცნობისთვის, 1963 წელს თურქეთმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი. 1987 წელს გაერთიანებაში წევრობის მოთხოვნა გაგზავნა. თუმცა, ევროგაერთიანებაში შესვლის მოლაპარაკებები მხოლოდ 2005 წელს დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ეს მოლაპარაკებები პერიოდულად წყდებოდა. გასული წლის მარტში ბრიუსელმა მოლაპარაკებები განაახლა, იმ პირობით თუ თურქეთი ევროპაში მიგრანტების ნაკადის შემცირებას შეუწყობდა ხელს. ევროკავშირსა და თურქეთს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც 2016 წლის 15 ივლისს ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა. ევროკავშირმა ანკარა ადამიანის უფლების დარღვევაში დაადანაშაულა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)