01:06 - 17 Aug, 2026
|
2017-10-13 13:05:12, 2032 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე „ნაცმოძრაობას“: გაძლევთ პირობას, რომ თქვენი რეიტინგი გახდება ნული
„გაძლევთ პირობას, რომ ნული გახდება თქვენი რეიტინგი“, - ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ რომან გოცირიძეს, რომელმაც აღნიშნა, რომ „ბიძინა ივანიშვილის 7 მილიარდის გარეშე, მმართველი გუნდის მხარდაჭერის პროცენტი ნული იქნება“. „ბატონო რომან, თქვენ ნულზე ლაპარაკობდით. ბოლო დროა, დაშლილი და მილევად რეჟიმში ხართ „ნაციონალური მოძრაობა“ და გაძლევთ პირობას, რომ ნული გახდება თქვენი რეიტინგი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მან „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგა ბოკერიასაც მიმართა და აღნიშნა, რომ მისი პარტიის რეიტინგი, ასევე ნული გახდება. „რაც უფრო არაეთიკური იქნება თქვენი გამონათქვამები და ცინიზმი, მით უფრო დაგვეხმარებით თქვენი რეიტინგის განულებაშიც“, - განაცხადა მდინარაძემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)