|
2017-10-12 12:38:54, 2322 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი მედიას აკრიტიკებს - „ამაზრზენია, რომ აქვთ საშუალება, ყველაფერი დაწერონ“
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკული მედია ისევ გააკრიტიკა. როგორც ტრამპმა Fox News-სთან ინტერვიუში განაცხადა, ამერიკელი ჟურნალისტები "ძალიან არაპატიოსნები" არიან. მისივე თქმით, ჟურნალისტებს არ უნდა ჰქონდეთ ყველაფრის გამოქვეყნების უფლება. „ამაზრზენია, რომ მედიას აქვს საშუალება დაწეროს ყველაფერი, რაც კი სურს. ამ საკითხით აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ. მედია ძალიან ცუდია, ეს ძალიან უპატიოსნო ხალხია. მედიის წარმომადგენლებიდან უმეტესობა ნეგატივზეა ორიენტირებული. მე მათ ყალბს ვუწოდებ. ძალიან ბევრია ყალბი ახალი ამბავი. როდესაც თქვენ უყურებთ ახალ ამბებს, ვერ ხვდებით სად არის სიმართლე და სად არა. თუმცა, როდესაც შენზე იწერება რაიმე ტყუილი, მაშინვე ხვდები, რომ ცრუ ინფორმაციასთან გაქვს საქმე“,- განაცხადა ტრამპმა. თუმცა, მანვე დასძინა, რომ იცნობს ბევრ ჟურნალისტს, რომელიც პატიოსანი ადამიანია. ცნობისთვის, პრეზიდენტის გაღიზიანება გამოიწვია NBC-ის რეპორტაჟმა, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთ შეხვედრაზე ტრამპმა აშშ-ის ბირთვული არსენალის გაათმაგება გადაწყვიტა. თავად პრეზიდენტმა, ასევე პენტაგონის ხელმძღვანელმა ემ ინფორმაციას სიცრუე და „ყალბი ახალი ამბავი" უწოდეს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)