|
2017-10-11 16:14:56, 2425 ნახვა
სამართალი
სასამართლომ პაციენტის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე ექიმი დამნაშავედ სცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასათანადო სამედიცინო მომსახურების შედეგად პაციენტის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე ბრალდებული ვ.ა. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2015 წლის 4 თებერვალს შპს "უნივერსალი ნოვა კლინიკაში" პაციენტს ქ.კ.-ს ზოგადი ანასთეზიის ქვეშ ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია, რის შემდეგაც პაციენტი პოსტოპერაციულ პალატაში მოთავსდა და ექიმ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგ ვ.ა.-ს დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა. 19:00 საათზე ავადმყოფის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც ვ.ა.-ს მიერ, ინფუზიურ-ტრანსფუზიური თერაპიის ჩატარების მიზნით გადაწყდა მარჯვენა ლავიწქვეშა ვენის კათეტერის ჩადგმა, თუმცა მან კათეტერის ჩადგმა ვერ განახორციელა სწორად, რამაც ინტრაპლევრალური სისხლდენა გამოიწვია და განავითარდა პოლიორგანული უკმარისობა. ვ.ა. უსაფუძვლოდ იმედოვნებდა, რომ ქ.კ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოსწორდებოდა, რის გამოც პეციენტი ამ მდგომარეობაში, ყოველგვარი გამოკვლევების ჩატარების გარეშე 19:40 საათიდან 01:30 საათამდე ამყოფა. კლინიკის დირექტორის გადაწყვეტილებით, პაციენტი 5 თებერვალს გადაყვანილ იქნა სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მიუხედავად გაწეული დროული და ადექვატური ღონისძიებებისა მისი სიცოცხლის შენარჩუნება ვერ მოხერხდა და ქ.კ. 6 თებერვალს 12:45 საათზე გარდაიცვალა. 2017 წლის 11 აგვისტოს ვ.ა.-ს წარედგინა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით) და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 7000 ლარის ოდენობით. საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა თავი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში. თბილისის საქალაქო სასამართლომ ვ.ა. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით შეეფარდა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით 2 წლის ვადით ჩამოერთვა საქმიანობის უფლება.
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
სასამართლომ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე 2000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)