|
2017-10-11 15:06:14, 2428 ნახვა
მსოფლიო
ათენში, ესპანეთის საელჩოში კატალონიის მხარდამჭერი ანარქისტების ჯგუფი შეიჭრა
ათენში, ესპანეთის საელჩოში კატალონიის დამოუკიდებლობის მხარდამჭერი ანარქისტების ჯგუფი შეიჭრა, - ამის შესახებ Reuters იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით საელჩოდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. დიპლომატიური მისიის შენობაში მხოლოდ რამდენიმე თანამშრომელი დარჩა. მედიის ცნობით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც საელჩოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, შენობაში 15-20-კაციანი ჯგუფი შეიჭრა, თუმცა არაფერი დაუზიანებიათ. მისივე ინფორმაციით, აქტივისტებმა პროპაგანდისტული ფურცლები დაყარეს წარწერით - „სოლიდარობა ხალხის იარაღია“. გარდა ამისა, მედია წერს, რომ ანარქისტებმა შენობაზე დიდი ბანერი გამოკიდეს წარწერით - "No Pasaran!" (ისინი, ვერ გავლენ). (No Pasaran - პოლიტიკური ლოზუნგია, რომელიც საკუთარი პოზიციის მტკიცე დაცვას გულისხმობს. ფრაზა ფრანგული სამხედრო ლოზუნგიდან წარმოიქმნა, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს ფრანგები იყენებდნენ, თუმცა შემდგომ, იმ ფორმით რა ფორმითაც არხლა ცნობილი ესპანეთში სამოქალაქო ომის დროს ჩამოყალიბდა). როგორც Reuters იტყობინება, ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა 19 ადამიანი დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორი იყო ბერძნული დაჯგუფება „რუბიკონი“ იყო, რომელიც ესპანეთისგან კატალონიის გამოყოფას უჭერს მხარს. საელჩოს წარმომადგენლის თქმით, ახლა ყველა თანამშრომელი დიპლომატიური მისიის შენობაშია.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)