|
2017-10-11 15:01:27, 2193 ნახვა
მსოფლიო
რუსეთი არ გამორიცხავს, რომ აშშ-ს დიპლომატიური მისია კიდევ 150 თანამშრომლით შეამცირებინოს
რუსეთის ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ ვაშინგტონს დიპლომატიური მისია კიდევ 150 თანამშრომლით შეამცირებინოს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა გიორგი ბორისენკომ Ria-ს განუცხადა. როგორც ბორისენკომ აღნიშნა, ამჟამად რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური მისიაში 455 ადამიანი მსახურობს, თუმცა შესაძლოა მისიაში მოსამსახურე ადამიანების რაოდენობა 300-მდე შემცირდეს. „არაერთხელ გვაქვს ნათქვამი, რომ დიპლომატიაში არსებობს საპასუხო ქმედებების ურღვევი პრინციპი და ამერიკელებმა ამის შესახებ შესანიშნავად იციან. თუ ისინი ამგვარად მოიქცნენ, ეს ნიშნავს, რომ ისინი ეთანხმებიან იმას, რომ რუსეთში მათ საზღვარგარეთულ დაწესებულებებს შესაძლოა, ანალოგიურად მოვექცეთ. რაც შეეხება კონკრეტულ ზომებს, მათ განვიხილავთ და საჭიროების შემთხვევაში, ავამოქმედებთ“, - განაცხადა დიპლომატმა. კითხვაზე - ხელისუფლება რუსეთში აშშ-ის ერთი საკონსულო დახუროს, ბორისენკომ განაცხადა, რომ გამორიცხული არაფერია. "არაა გამორიცხული მისიაში მომუშავე ადამიანების 300-მდე შემცირება. შესაძლოა 300-ზე ნაკლები წარმომადგენელი დარჩეს რუსეთში. განვიხილავთ ყველა ვარიანტს და არაფერს არ გამოვრიცხავთ", - დასძინა ბორისენკომ. შეგახსენებთ, რომ აგვისტოსი აშშ-ს ხელისუფლებამ რუსეთისგან სან-ფრანცისკოს გენერალური საკონსულოს დახურვა მოითხოვა. შესაბამის ზომებს ვაშინგტონმა რუსეთში ამერიკული დიპლომატიური მისიის თანამშრომლების რაოდენობის შემცირების საპასუხოდ მიმართა. კრემლმა ამერიკული მისიის შეკვეცა მას შემდეგ მოითხოვა, რაც კონგრესმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ კანონი დაამტკიცა. შეგახსენებთ, 2016 წლის 29 დეკემბერს ბარაკ ობამამ, პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას მოაწერა ხელი. ამას 35 რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა მოჰყვა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)