|
2017-10-10 15:56:14, 1812 ნახვა
კომენტარი
ალიბეგაშვილი: ოპოზიციას კონსტრუქციულ რეჟიმში მუშაობა არ სურს, მათი მიზანი სხდომის ჩაშლაა
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, ოპოზიციას კონსტრუქციულ რეჟიმში მუშაობა არ სურს და მათი მიზანი საკრებულოს სხდომის ჩაშლაა. როგორც ალიბეგაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საკრებულო იმსჯელებს და ეცდება, კონსტრუქციულად მიიღოს ყველა გადაწყვეტილება. ამასთან, ალიბეგაშვილი ამბობს, რომ საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად იმოქმედებენ. „ოპოზიციის ჯგუფებს არანაირი სურვილი არ გამოუხატავთ ამ დღეების მანძილზე, რომ მოსულიყვნენ კომისიებში ფორმატში და განეხილათ ის საკითხი, რომელიც მათ ასე აინტერესებთ. მათ არ უნდოდათ, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში გვემუშავა. ეს საკითხი ამ დღემდე მოიყვანეს იმისათვის, რათა ეს შოუ მოეწყოთ. თუ რაიმე სურვილი აქვთ მათ, არის ორი ფრაქცია „ნაციონალებისა“ და „ევროპული საქართველოსი“. შეუძლიათ ჯერ მოისმინონ და არა ისე, ზედაპირულად იმსჯელონ იმ საკითხებზე, რომელიც შემოდის საკრებულოში. მინდა ჩვენს თანამოქალაქეებს ბოდიში მოვუხადო იმ შეფერხებებისათვის, რომელიც დღეს იყო მიღებასთან დაკავშირებით, მაგრამ პირდაპირი კავშირი შეუძლიათ დაამყარონ საკრებულოსთან და თავიანთი პრობლემები კვლავ შემოვიდეს, ჩვენ მოვუგვარებთ მათ. ამასთანავე, მინდა განვაცხადო, რომ საკრებულო იმსჯელებს და ეცდება, კონსტრუქციულად მიიღოს ყველა გადაწყვეტილება. თქვენ არაერთხელ ხართ მომსწრე, რომ მათი მიზანია საკრებულოს სხდომის ჩაშლა, ამ განცხადებას დაუფარავად აკეთებენ. ჩვენ არავის მივცემთ კანონის დარღვევის უფლებას. ვიმოქმედებთ კანონის და საკრებულოს რეგლამენტის მიხედვით“, - განაცხადა ალიბეგაშვილმა. ცნობისთვის, საკრებულოს სხდომა, რომელზეც დღეს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ორი კომპანიისთვის თბილისში მიწის ნაკვეთების საკითხი უნდა განიხილონ, უკვე დაწყებულია. სხდომაზე ოპოზიციამ საკრებულოს უმრავლესობას მოუწოდა, მიწების გადაცემის საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღონ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)