|
2017-10-09 20:28:26, 1943 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი: როგორი პირადი მოსაზრებაც არ უნდა ჰქონოდა პრეზიდენტს, ოპოზიციის ულტიმატუმში არ უნდა გათქვეფილიყო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებით, საკითხი, რომელიც ეხება პრეზიდენტის არაპირდაპირი გზით არჩევას, ისეა წარმოდგენილი ოპონენტების მიერ და გარკვეულწილად პრეზიდენტის მხრიდან, თითქოს ხალხს არჩევის უფლება ერთმევა და სახელმწიფოს მეთაურს მხოლოდ პარლამენტი აირჩევს:
"ვფიქრობ, ის როლი, რაც თავის თავს განუსაზღვრა პრეზიდენტმა, რომ მისი აქტივობები, ძალისხმევა არის კონსესის მცდელობა, ის, რაზედაც ლაპარაკობდა პრეზიდენტის წარმომადგენლობა, მხოლოდ სიტყვად დარჩა. რეალურად, არავითარი მცდელობა, რომ არგუმენტებისთვის მოესმინათ, არ იყო. გარდა ამისა, კონსესუსის მცდელობა არ ნიშნავს ოპოზიციის ულტიმატუმის გათვალისწინებას. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში პირადი მოსაზრება როგორიც არ უნდა ჰქონოდა პრეზიდენტს, თავისი საკონსტიტუციო უფლებამოსილებებიდან გამომდინარე, არ უნდა გათქვეფილიყო იმ ულტიმატუმში, რომელიც გააჩნდა ოპოზიციური პარტიების გარკვეულ ჯგუფს",-აღნიშნა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ვეტო დაადო.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)