|
2017-10-09 16:10:16, 2395 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის საპასუხოდ, არასაიმიგრაციო ვიზების გაცემა თურქეთმაც შეაჩერა
თურქეთმა ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას, ვიზების გაცემასთან დაკავშირებით, ანალოგიური ქმედებით უპასუხა, - ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება. თურქეთის საელჩომ ვაშინგტონში განაცხადა, რომ იძულებულია აშშ-ის ხელისუფლების ერთგულება თურქეთის დიპლომატიური მისიის პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხრივ ხელახლა შეაფასოს. "ცოტა ხნის წინანდელი მოვლენები იძულებულს ხდის თურქეთის ხელისუფლებას, გადახედოს ურთიერთობას აშშ-ის ხელისუფლებასთან თურქეთის დიპლომატიური მისიისა და მისი თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხრივ. იმისათვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ვიზიტების რაოდენობა აშშ-ში ჩვენს დიპლომატიურ და საკონსულო მისიებში, დაუყოვნებლივ შევწყვიტეთ აშშ-ის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა", - ნათქვამია თურქეთის საელჩოს განცხადებაში. საელჩოს ინფორმაციით, აღნიშნული ზომები, ქაღალდისა და ელექტრონულ ვიზებს ეხება, აგრეთვე იმ ვიზებსაც, რომლებიც საზღვარზე გაიცემა. შეგახსენებთ, რომ მანამდე თურქეთში არასაიმიგრაციო ვიზების გაცემა აშშ-მ შეაჩერა. ცნობისთვის, მეტინ თოფუზი ფეთჰულა გიულენის ორგანიზაცია FETO-სთან კავშირშია ეჭვმიტანილი. მას კონსტიტუციის დარღვევაში, შპიონაჟში და მთავრობის ძალისმიერი გზით გადაყენების მცდელობაში ადანაშაულებენ.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)