|
2017-10-08 17:20:41, 2228 ნახვა
სამართალი
იარაღი, რომლითაც პირი „ევროპული საქართველოს“ აქტივისტებს დაემუქრა, სათამაშო აღმოჩნდა
"ევროპული საქართველოს" თელავის ოფისში შეიარაღებული პირის შეჭრასთან დაკავშირებით, შეტყობინების საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს. როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, პირის ვინაობა დადგენილია და ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ამასთან, უწყების პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ პირს ჩაუტარდა ჩხრეკა და მას სათამაშო იარაღი აღმოაჩნდა. „მომხდარიდან 15 წუთში პირის ვინაობა დადგენილ იქნა და შეჩერებული და ასევე პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა პლასტმასის სათამაშო იარაღი, არ დასტურდება, რომ ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი“,-აცხადებენ შსს-ში. შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, დღეს ევროპული საქართველოს თელავის ოფისში შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელიც იქ მყოფი აქტივისტებისგან საქმიანობის შეწყვეტას მოითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იარაღის გამოყენებით იმუქრებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)