23:14 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-06 14:42:00, 2334 ნახვა

კომენტარი
ტყემალაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშზე: თითოეული ჩემი თეთრი დეკლარაციაშია მითითებული

საკრებულოს  თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ტყემალაძე არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა.

როგორც ტყემალაძემ აღნიშნა, მისი შემოსავლების შესახებ დეკლარაციაში ყველაფერი მითითებულია.

„ყველა ჩემი თითოეული თეთრი, შემოსავალი არის მითითებული დეკლარაციაში. არცერთ სამეწარმეო საქმიანობას მე არ ვეწევი მას შემდეგ რაც ვიმყოფები თანამდებობაზე თბილისის საკრებულოში“,-განუცხადა „იმედს“ ტყემალაძემ.

ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალო-საქართველომ“  გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც თბილისის საკრებულოს 24 თანამდებობის პირიდან 10-ს ბიზნესთან კავშირი აქვს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics