|
2017-10-06 13:58:13, 2541 ნახვა
სამართალი
მკვლელობის მცდელობისთვის და ჯანმრთელობის დაზიანებისთვის ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მკვლელობის მცდელობისთვის, ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის და სხვისი ნივთის დაზიანებისთვის ბრალდებული მ.გ. დამნაშავედ სცნო. "სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 13 თებერვალს, დღის საათებში, ქ. თბილისში, მ.გ.- მ განზრახ მოკვლის მიზნით, ყოფილი მეუღლის ნ.გ.-ს ქმარს ზ.მ.-ს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა. გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ მ.გ.-მ 2016 წლის 3 ივნისს ყოფილი მეუღლის მიმართ განახორციელა ძალადობა და ხელჯოხით სცემა, შემდეგ კი ნ.გ.-ს მეგობრის ავტომანქანა დააზიანა. მ.გ.-ს ქმედებით ნ.გ.-მ ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლომ მ.გ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა",-ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)