|
2017-10-06 12:30:11, 2447 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი ირანთან ბირთვულ გარიგებას მომავალ კვირაში გააუქმებს - „ირანის ბირთვულ ამბიციებს ბოლო უნდა მოვუღოთ“
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომავალ კვირაში ირანთან ბირთვული გარიგების პირობების გაუქმების თაობაზე განცხადებას გააკეთებს, - ამის შესახებ Washington Post-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება. დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ეს გარიგება “აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს ვერ პასუხობს“. "აშშ არ დაუშვებს, რომ თეირანმა ბირთვული იარაღი მიიღოს. ირანის რეჟიმი მხარს უჭერს ტერორიზმს, ავრცელებს ძალადობას, სისხლისღვრას და ქაოსს მთელ ახლო აღმოსავლეთში. ამიტომ ირანის აგრესიას და ბირთვულ ამბიციებს ბოლო უნდა მოვუღოთ", - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე. ცნობისთვის, ირანმა და ექვსმა შუამავალმა ქვეყანამ 2015 წლის 14 ივლისს ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს ირანული ატომის მრავალწლიანი პრობლემის დარეგულირების თვალსაზრისით. აღნიშნული შეთანხმება ირანისთვის, ამერიკის, ევროკავშირის და გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დაწესებული სანქციების მოხსნას, თუმცა დონალდ ტრამპი, გარიგებიდან გასვლას გეგმავს.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)