|
2017-10-06 12:26:11, 2609 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ს ახალი ქარიშხალი „ნეიტი“ უახლოვდება
ამერიკის შეერთებულ შტატებს ქარიშხალი "ნეიტი" უახლოვდება, რომელმაც აფრიკაში 20 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, - ამის შესახებ CNN იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ალაბამას, ლუიზიანას, ფლორიდისა და მისისიპის შტატებში “ნეიტის“ გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მედიის ცნობით, ქარიშხალ "ნეიტის" შედეგად, ნიკარაგუაში 7 ადამიანი დაკარგულად ითვლება. მისი სიჩქარე საათში 120 კილომეტრს აღწევს. სეისმოლოგების თქმით, ამ დროისთვის ქარიშხალი 1 კატეგორიას მიეკუთვნება. ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, მოსახლეობამ სახიფათო ზონა უნდა დატოვოს. შეგახსენებთ, რომ ცნობისთვის, ბოლო 1 თვის განმავლობაში ამერიკასა და კარიბის აუზის კუნძულებს რამდენიმე ქარიშხალი დაატყდა თავს. პირველი ქარიშხალი "ჰარვი" ტეხასსა და ლუიზიანაში მძვინვარებდა, მას მოჰყვა ქარიშხალი "ირმა" და "ხოსე". სამივე ქარიშხალი 5 კატეგორიამდე იყო ასული. პრობლემები შექმნა ქარიშხალმა "კატიამ". სტიქიების შედეგად გაჩენილი ზარალი ასობით მილიარდ დოლარს შეადგენს. საერთო ჯამში 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ასობით ათაში კი, უსახლკაროდ დარჩა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)