|
2017-10-05 19:04:40, 2025 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე პედაგოგებს: მომავალი თაობების აღზრდაში თქვენი როლი განსაკუთრებულია
„რამდენიმე დღეში ვგეგმავთ განათლების პოლიტიკის პრეზენტაციას, თუ რა პროექტების განხორციელებას ვაპირებთ განათლების მიმართულებით, როგორი იქნება მერიის მხრიდან პედაგოგების ხელშეწყობა. გარდა ამისა, არის იდეა, რომ თბილისში მოეწყოს 5 ძალიან დიდი სასწავლებელი - ე.წ. ედუპარკი და ჩვენ ამ პროექტსაც წარვადგენთ“, - აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის მიერ ორგანიზებულ მასწავლებლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა დღეს მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა. „პედაგოგის პროფესია განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. რა თქმა უნდა, პატივს ვცემ ყველა პროფესიას, მაგრამ თქვენ ბრძანდებით ადამიანები, რომლებსაც ყოველდღიური შეხება აქვთ ჩვენს მომავალ თაობებთან, ჩვენს შვილებთან, სწორედ ამიტომ, თქვენი როლი განსაკუთრებულია მათ აღზრდაში. ამისათვის დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს“, - განუცხადა პედაგოგებს კახა კალაძემ. თბილისის მერობის კანდიდატი მასწავლებლებს თბილისის განვითარების პროგრამულ ხედვაზე ესაუბრა და ქალაქში დაგეგმილი პროექტები გააცნო. მისი თქმით, ქვეყანაში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, თუმცა ეს არ იძლევა თვითკმაყოფილების საფუძველს და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად კიდევ ბევრი პროექტის განხორციელება იგეგმება. დღეს 5 ოქტომბერია - მასწავლებლის მსოფლიო დღე, რომლის მიზანი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და მისი საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)