|
2017-10-05 16:42:08, 989 ნახვა
რეგიონი
კახა კალაძე რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს შეხვდა
სხვადასხვა მრწამსის ადამიანები, ერთად ცხოვრობდნენ, ერთად აშენებდნენ ამ ქალაქს. ეს ასე იყო, ასეა და ასე გაგრძელდება მომავალშიც, - ამის შესახებ კახა კალაძემ რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს თბილისის განვითარების პროგრამული ხედვა და სხვადასხვა მიმართულების მიხედვით შემუშავებული 7 პოლიტიკა გააცნო. „შევხვდით სხვადასხვა კონფენსიების წარმომადგენლებს, გავაცანით ჩვენი ხედვები და მომავალ წლებში დაგეგმილი პროექტები. მათ ისაუბრებს იმაზე, თუ რა აწუხებთ და რა პრობლემებს ხედავენ“, - აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერობის კანდიდატი თბილისის მოსახლეობას ინტენსიურად ხვდება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, თითოეულ ამომრჩევლამდე მიიტანოს ის გეგმები და ხედვა, რომლის განხორციელებასაც მომავალი 4 წლის განმავლობაში აპირებს და არჩევანი ინფორმირებულმა მოქალაქეებმა გააკეთონ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)