22:28 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-05 16:29:10, 2152 ნახვა

კომენტარი
კალაძე ელისაშვილზე: რეიტინგებით თუ ვიმსჯელებთ, მაშინ ზაალ უდუმაშვილთან უნდა დავჯდე დებატებში

„რეიტინგების მიხედვით თუ უნდა ვიმსჯელოთ, მაშინ ზაალ უდუმაშვილთან უნდა დავჯდე დებატებში", - ასე  გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის  ალეკო ელისაშვილის შეთავაზებას.

კალაძის თქმით, ის მზად არის, დებატებში მერობის შვიდივე კანდიდატთან ერთად მიიღოს მონაწილეობა.

"ფეხბურთს, პოლიტიკას, არჩევნებს და ზოგადად ყველაფერს აქვს წესი. შესაბამისად, როდესაც ის ამბობს რომ მიწვევს დებატებში დაახლოებითი რეიტინგები ხომ არსებობს? ვიღაც კანდიდატს აქვს ის რეიტინგი, ვიღაცას კი ეს. რეიტინგების მიხედვით თუ უნდა ვიმსჯელოთ მაშინ ზაალ უდუმაშვილთან უნდა დავჯდე დებატებში. შესაბამისად, პატივს ვცემ ყველა კანდიდატს, არაერთ კანდიდატთან ვაპირებ დაჯდომას. მზად ვარ შვიდივესთან ერთად დავჯდე. ჩვენ არასოდეს გვითქვამს უარი დებატებში მონაწილეობაზე", - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა მმართველი გუნდის კანდიდატი დებატებში გუშინ მეორედ გამოიწვია, თუმცა მან კიდევ ერთი უარი მიიღო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics