|
2017-10-05 14:53:41, 2381 ნახვა
მსოფლიო
ევროკომისარი: თუ კატალონია დამოუკიდებელი გახდება, ის ევროკავშირის წევრობას ვერ მიიღებს
ეკონომიკისა და ფინანსების საკითხებში ევროკომისარის პიერ მოსკოვისის განცხადებით, ევროგაერთიანება წევრად მხოლოდ ესპანეთს აღიარებს, - ამის შესახებ Ria იუწყება. ევროკომისარის განმარტებით, თუ კატალონია დამოუკიდებელი გახდება, ის ვროკავშირში წევრობას ვერ მიიღებს. „წარმოვიდგინოთ, რომ კატალონიამ დამოუკიდებლობა მიიღო, ამ მომენტიდან დამოუკიდებელი კატალონია ევროკავშირის წევრი არ იქნება. ევროკავშირი მხოლოდ ერთ წევრ ქვეყანას იცნობს და ეს ესპანეთია“, - განაცხადა მოსკოვისიმ. მოსკოვისის შეფასებით, ახლა კატალონიის დამოუკიდებლობა პოლიტიკური ფანტასტიკის სფეროს ეკუთვნის. "ჩვენ ფანტასტიკის სფეროში ვიმყოფებით, რადგან არანაირი დამოუკიდებლობა არ არსებობს", - აღნიშნა მან. ევროკომისარმა დასძინა, რომ შექმნილი კრიზისიდან გამოსავალი თვითონ ესპანელებმა უნდა იპოვონ და განმარტა, რომ ამისთვის საუკეთესო ხერხი - დიალოგია. შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი კვირას, 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 893 შეადგენს, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებამ 2,300 საარჩევნო უბნის გახსნა მოახერხა, საიდანაც პოლიციამ 400-მდე საარჩევნო უბანი დახურა. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)