|
2017-10-05 11:48:14, 2343 ნახვა
მსოფლიო
ოკლაჰომაში მამაკაცი დააკავეს, რომელიც ლას-ვეგასის მსგავსი თავდასხმის განხორციელებით იმუქრებოდა
სამართალდამცველებმა ოკლაჰომაში მამაკაცი დააკავეს, რომელიც ლას-ვეგასის მსგავსი თავდასხმის განხორციელებით იმუქრებოდა, - ამის შესახებ Fox News იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, 39 წლის როდერიკ რობინსონი საკუთარ სახლში დააკავეს. მანამდე, რობინსონმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ოკლაჰომაში ხალხს მოკლავდა და ამას სტივენ პედოკის მსგავსად გააკეთებდა. ამის შემდეგ, რამდენიმე მოქალაქემ პოლიციას მიმართა. სამართალდამცველების თქმით, დაკავებული ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის იძებნებოდა. შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბერს ლას-ვეგასში, მუსიკალურ ფესტივალზე სროლა იყო, რის შედეგადაც 59 ადამიანი დაიღუპა, 527 კი, დაშავდა. 64 წლის სტივენ პედოკმა სასტუმროს ნომრიდან ფესტივალზე შეკრებილ მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა. თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. მისი სახლის ჩხრეკისას პოლიციამ 42 ერთეული იარაღი აღმოაჩინა. მოგვიანებით მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ტერორისტების თქმით, პედოკი მათი "ჯარისკაცია", რომელიც დაჯგუფებაში რამდენიმე თვის წინ გაწევრიანდა. თუმცა, პოლიცია ამ ინფომრაციას არ ადასტურებს, პედოკსა და ტერორისტებს შორის კავშირის არ არსებობის გამო.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)