|
2017-10-05 11:40:03, 2499 ნახვა
მსოფლიო
იტალიაში ქართველი სერიული მძარცველი დააკავეს
იტალიის ქალაქ მოდენაში ქართველი სერიული მძარცველი დააკავეს, - ამის შესახებ Sulpanaro იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ადგილობრივმა პოლიციამ ი.ი. გუშინ, სუპერმარკეტში დააკავეს. მედიის ცნობით, 43 წლის მამაკაცმა სხვადასხვა სექციიდან პროდუქტები მოიპარა და თანხის გადახდის გარეშე მაღაზიის დატოვებას აპირებდა. მაღაზიის დაცვამ ეჭვმიტანილი გააჩერა და აღმოჩნა, რომ მას ჩანთაში სპეციალური სამალავი ჰქონდა მოწყობილი. კერძოდ კი, დამატებითი ჯიბე ალუმინის ფირფიტებით იყო გაწყობილი და შესაბამისად მაღაზიის დეტექტორებმა მოპარული ნივთები ვერ დააფიქსირეს. ნივთების ჯამურმა საფასურმა 100 ევრო შეადგინა. როგორც გამოცემა წერს, მამაკაცი შინა პატიმრობაში იმყოფებოდა და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახლის დატოვების უფლება მხოლოდ გარკვეულ საათებში ჰქონდა. სამართალდამცველების თქმით, მამაკაცი ქურდობის ბრალდებით რამდენჯერმე იყო დაკავებული. ახლა სასამართლომ მას ერთი წლითა და 4 თვით პატიმრობა მიუსაჯა და 200 ევროს გადახდა დააკისრა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)