|
2017-10-05 11:01:09, 2194 ნახვა
მსოფლიო
კარლეს პუჩდემონი: ესპანეთის მეფემ კატალონიელების აზრი არაფრად ჩააგდო
კატალონიის მთავრობის მეთაური კარლეს პუჩდემონი ესპანეთის მეფის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ფელიპე VI-მ "კატალონიელების აზრი არაფრად ჩააგდო", - ამის შესახებ BBC იუწყება. პუჩდემონის თქმით, მეფემ ესპანეთის მთავრობას დაუჭირა მხარი. "ჩვენ არ ვეთანხმებით მეფის მიმართვას, რომელმაც მხარი დაუჭირა მარიანო რახოის (ესპანეთის პრემიერი) პოლიტიკას და არაფრად ჩააგდო კატალონიელები, რომლებიც ისე არ ფიქრობენ, როგორც ის და პოლიციის მსხვერპლნი გახდნენ", -განაცხადა პუჩდემონმა. ცნობისთვის, ესპანეთის მეფემ ფელიპე მეექვსემ დამოუკიდებლობის რეფერენდუმთან დაკავშირებით კატალონიის ხელისუფლების ქმედებებს უკანონო და არადემოკრატიული უწოდა. შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი კვირას, 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 893 შეადგენს, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებამ 2,300 საარჩევნო უბნის გახსნა მოახერხა, საიდანაც პოლიციამ 400-მდე საარჩევნო უბანი დახურა. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)