07:00 - 14 Aug, 2026
|
2017-10-04 18:43:17, 911 ნახვა
რეგიონი
ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ნისლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ30-კმ50 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნული გზის კმ1-კმ29 და კმ51-კმ72 მონაკვეთებზე დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. „კონტრაქტორი კომპანიის მიერ ადგილზე მობილიზებულია ყველა სახის საჭირო მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს საავტომობილო მიმოსვლის აღდგენა“, - ნათქვამია გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)