20:24 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-04 15:28:56, 2638 ნახვა

მსოფლიო
თბილისის შემდეგ, იტალიელი ფეხბურთელი მასიმო ოდო გროზნოში, პუტინის დაბადების დღეზე ითამაშებს

ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქ გროზნოში, იტალიის ვეტერანი ფეხბურთელები, ამხანაგურ მატჩს გამართავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩეჩნეთის მთავრობის ვებგვერდზეა განთავსებული.

მთავრობის ინფორმაციით, ღონისძიება 7 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

ამხანაგური მატჩის ჩატარება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაბადების დღეს უკავშირდება.

"თამაშში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ახმატ არენაზე გაიმართება, რუსული და იტალიური ფეხბურთის ლეგენდები ჩამოვლენ", - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

ამასთან, გუნდ "ლიდერის" კაპიტანი, თავად ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი იქნება. მასთან ერთად გუნდში რუსი ფეხბურთელები ალექსანდრ კერჟაკოვი და ვალერი კარპინი იქნებიან, რომლებიც გუნდ "ახმატის" მოთამაშეები არიან.

რაც შეეხება იტალიის გუნდს, ჩეჩნეთის მთავრობის ადმინისტრაცია მხოლოდ სამი ფეხბურთელის ვინაობას ასახელებს: სტეფანო ფიორე, მასიმო ოდო, სალვატორე სკილაჩი.

შეგახსენებთ, რომ 29 სექტემბერს ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე საქველმოქმედო მატჩი - მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის გაიმართა. ამხანაგურ მატჩში მონაწილეობა "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და იტალიის ვეტერანმა ფეხბურთელებმა მიიღეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics