|
2017-10-04 14:24:16, 2351 ნახვა
მსოფლიო
ISIS-ის მიერ დატყვევებული 2 პირის ვინაობა ცნობილია
ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მიერ დატყვევებული 2 პირის ვინაობა ცნობილია, - ამის შესახებ Новая газета იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, გრიგორი ცურკანოვი რუსეთის შეიარაღებულ ძალებში, კერძოდ კი, დომოდედოვის მებრძოლთა საძმოში მსახურობდა. მისი თანამებრძოლებისთვის უცნობია, თუ როგორ აღმოჩნდა ცურკანოვი სირიის ტერიტორიაზე. ამასთან, მებრძოლები აცხადებენ, რომ ცურკანოვი ადრე სირიასა და იუგოსლავიაში მსახურობდა. რაც შეეხება მეორე ტყვეს, რომან ზაბოლოტნის, ის დონბასელი კაზაკია, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების მონაწილეა და კაზაკების დაჯგუფება „დონის ჯარებში“ ირიცხება. ცოტა ხნის წინ მასთან კომუნიკაცია გაქრა. არავინ იცოდა თუ სირიაში წავიდა. ცნობისთვის, აღნიშნულ ინფორმაციას კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, "მნიშვნელოვანია თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ცნობებს ვენდოთ" და დასძინა, რომ რუსეთი შეშფოთებულია შექმნილი სიტუაციიით, "განსაკუთრებით იმ პირობებში, თუ ორივე პირი რუსეთის მოქალაქეა". შეგახსენებთ, რომ მანამდე ჯიჰადისტებმა ვიდეო გაავრცელეს, რომელშიც ერთ-ერთი პირი საუბრობს. მისი თქმით, ის სირიის ერთ-ერთ დასახლებაზე კონტრშეტევის დროს ტყვედ აიყვანეს. ორივე კაცს სახეზე ფიზიკური ძალადობის ნიშნები აღენიშნება. ტერორისტების თქმით, ორივე მამაკაცი რუსი სამხედროა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)