|
2017-10-04 11:24:02, 2339 ნახვა
მსოფლიო
კატალონია დამოუკიდებლობას რამდენიმე დღეში გამოაცხადებს
კატალონიის მეთაურის კარლეს პუჩდემონის განცხადებით, რეგიონის დამოუკიდებლობას რამდენიმე დღეში გამოაცხადებს, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც პუჩდემონმა აღნიშნა, მთავრობასა და ესპანეთის ხელისუფლებას შორის კონტაქტი შეწყდა. "ჩვენ გამოვაცხადებთ დამოუკიდებლობას ამ კვირის ბოლოს, ან იმ კვირის დასაწყისში“, - განმარტა მან. კითხვაზე, რას მოიმოქმედებს, თუ ესპანეთის ხელისუფლება ჩაერევა, კატალონიის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს იქნება “შეცდომა, რომელიც ყველაფერს შეცვლის“. მან ასევე ევროკავშირის პოზიცია გააკრიტიკა და გაერთიანების მოსაზრებას, რომ რეფერენდუმი არაკანონიერია, არ დაეთანხმა. შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი კვირას, 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 893 შეადგენს, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებამ 2,300 საარჩევნო უბნის გახსნა მოახერხა, საიდანაც პოლიციამ 400-მდე საარჩევნო უბანი დახურა. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)