|
2017-10-03 16:31:25, 2241 ნახვა
სამართალი
ლეილა მუსტაფაევა: აფგან მუხთარლის ზარების განხორციელების უფლება შეუზღუდეს
თბილისიდან გატაცებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან მუხთარლის, რომელიც ბაქოშია დაკავებული, ზარების განხორციელების საშუალება შეუზღუდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა Facebookის საკუთარ გვერდზე წერს. როგორც მუსტაფაევამ აღნიშნა, მუხთარლის მხოლოდ ერთ ადამიანთან დარეკვის უფლება დაუტოვეს. "ახლა ველაპარაკე აფგანს. სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება შეუზღუდეს. წინა დღეებში მითხრა, რომ მას მხოლოდ 3 ადამიანთან დარეკვის უფლებას აძლევდნენ. გასული კვირის შემდეგ კი, მას მხოლოდ ერთ ადამიანთან ლაპარაკის უფლება აქვს", - წერს გატაცებული ჟურნალისტის მეუღლე. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისიდან მიმდინარე წლის 29 მაისს გაიტაცეს. მოგვიანებით ის აზერბაიჯანის საზღვარზე "დააკავეს". მას ბრალი 3 მუხლით ედება: საზღვრის უკანონო გადაკვეთა, სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და კონტრაბანდა. მას არადეკლარირებული 10 ათასი ევრო აღმოუჩინეს ჯიბეში. ამჟამად მუხთარლი აზერბაიჯანში წინასწარი პატიმრობის იზოლატორში იმყოფება. საქართველოში შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ევროპარლამენტმა აფგან მუხთარლის საქმეზე რეზოლუცია მიიღო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანელი რედაქტორის გათავისუფლებას მოითხოვს. აღსანიშნავია, რომ მუხთარლი ოჯახთან ერთად საქართველოში 2 წლის წინ გადმოვიდა საცხოვრებლად. როგორც ის აცხადებდა, ამის მიზეზი აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან მასზე ზეწოლის განხორციელება გახდა.
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)