|
2017-10-03 16:07:29, 2548 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირში Brexit-ის შესახებ მოლაპარაკებები გადაიდო
ევროპარლამენტის დეპუტატებმა, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ მოლაპარაკებების გაგრძელების რეზოლუციას მისცეს ხმა, - ამის შესახებ ევროკავშირში Brexit-ის საკითხებში მომხსენებელმა მიშელ ბერნიემ განაცხადა. Business insider-ის ინფორმაციით, რეზოლუციის მიღება იმ ფაქტმა განაპირობა, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცესი "სწრაფად არ ვითარდება". ამასთან, თუ "მნიშვნელოვანი პროგრესი" დაფიქსირდება, პროცესი დაჩქარდება. რეზოლუციას მხარი 557 დეპუტატმა დაუჭირა, 92 კი, წინააღმდეგი იყო. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ფინანსურ სახითხებზე ლონდონში ვიზიტმა, "სერიოზულად გაართულა" მოლაპარაკებების პროცესი. ცნობისთვის, დღეს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ "ევროკავშირი Brexit-ის შემდეგ დიდ ბრიტანეთთან სამომავლო ურთიერთობების განსახილველად მზად არ არის". შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობას უნდა მიეღო გადაწყვეტილება, სურდა თუ არა ევროკავშირის დატოვება, ან გაერთიანებაში დარჩენა. რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობამ - 51.9%-მა მხარი დაუჭირა ევროკავშირიდან გასვლას, ხოლო 48.1% საერთაშორისო ორგანიზაციიდან გასვლის წინააღმდეგი იყო. მიმდინარე წლის 29 მარტს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ევროსაბჭოს ხელმძღვანელს დონალდ ტუსკს წერილი გაუგზავნა, სადაც აცნობა, რომ დაწყებულია ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ევროგაერთიანებიდან 2019 წლის 29 მარტს უნდა გამოვიდეს. თუმცა, არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი, ვინაიდან 50-ე მუხლი 2009 წელს შეიქმნა და ის ამ დრომდე არავის გამოუყენებია. Brexit-ის დასასრულებლად საჭიროა, რომ შესაბამისი შეთანხმება 27 ქვეყნის ეროვნულ პარლამენტებშიც შედგეს, რასაც, სავარაუდოდ, რამდენიმე წელი დასჭირდება. დიდი ბრიტანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მდივანი ფილიპ ჰემონდი ამბობს, რომ პროცესი, შესაძლოა, 6 წელს გაგრძელდეს.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)