|
2017-10-02 16:10:03, 2462 ნახვა
მსოფლიო
ევროკომისია მიიჩნევს, რომ კატალონიაში ჩატარებული რეფერენდუმი არაკანონიერია
ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენლის მარგარიტის სხინასის განცხადებით, კატალონიაში ჩატარებული რეფერენდუმი არაკანონიერია. ევროკომისიამ მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა. „ესპანეთის კონსტიტუციის თანახმად, გუშინდელი რეფერენდუმი იყო უკანონო. ევროკომისია ენდობა ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მარიანო რახოის მთავრობას, რომელსაც რთული პროცესის მართვა შეუძლია. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, უარი თქვან კონფრონტაციაზე და სწრაფად დაუბრუნდნენ დიალოგის პროცესს. ძალადობა აღარასდროს უნდა იყოს პოლიტიკური ინსტრუმენტი",- განაცხადა სხინასმა და დასძინა, რომ ქვეყნის პრემიერ მინისტრსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს შორის დღეს საღამოს სატელეფონო საუბარი შედგება. ცნობისთვის, Wikileaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი ევროკომისიის პრეზიდენტს ჟან-კლოდ იუნკერს მოუწოდებს, ესპანეთს ევროგაერთიანება დაატოვებინოს. როგორც ასანჟმა აღნიშნა, გუშინ ჩატარებულ რეფერენდუმზე განვითარებული მოვლენების დროს, ესპანეთმა ლისაბონის შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)