|
2017-09-30 12:04:00, 2351 ნახვა
მსოფლიო
აშშ ერაყის ქურთისტანის რეგიონში ჩატარებულ რეფერენდუმს არ აღიარებს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის განცხადებით, ამერიკა ერაყის ქურთისტანის რეგიონში ჩატარებულ რეფერენდუმს არ აღიარებს, - ინფორმაციას Reuters ავრცელებს. "ორშაბათს ჩატარებული რეფერენდუმი და მისი შედეგები ლეგიტიმაციას მოკლებულია და ჩვენ კვლავ ვუჭერთ მხარს ერთიან, ფედერალურ, დემოკრატიულ და აყვავებულ ერაყს" - აღნიშნა რექს ტილერსონმა. ამასთან, ამერიკამ მხარეებს მოუწოდა სიმშვიდე შეინარჩუნონ და რეფერენდუმის შემდეგ ძალის გამოყენებაზე უარი თქვან. შეგახსენებთ, რომ 25 სექტემბერს ერაყის ქურთისტანის რეგიონში რეფერენდუმი ჩატარდება. კერძოდ კი, ქურთისტანის რეგიონის მოსახლეობამ მხარი დაუჭირა ერაყისგან გამოყოფის საკითხს. რეფერენდუმის შედეგად დადგინდა, რომ მოსახლეობის 92% -მა დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. რეფერენდუმს მსოფლიოს მასშტაბით ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა. ქურთისტანის რეგიონის ერაყისგან გამოყოფას უარყოფითად აფასებს გაეროც. გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ ეს პროცესი “ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლას ხელს უშლის. რეფერენდუმამდე ერთი დღით ადრე თურქეთის ხელისუფლებამ ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში ქურთისტანის მუშათა პარტიის იარაღის საწყობები დაბომბა. ოფიციალური ანკარა ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელიც რეფერენდუმს ეწინააღმდეგება. ცნობისთვის, რეფერენდუმის ჩატარების გადაწყვეტილება ერაყის ქურთისტანის პარლამენტმა 15 სექტემბერს მიიღო. კენჭისყრა რეფერენდუმის შესახებ 2-წლიანი პაუზის შემდეგ განახლდა. პლებისციტის ჩატარებას მხარი 68 დეპუტატიდან 65-მა დაუჭირა. ცნობისთვის, ერაყის ქურთისტანი არაოფიციალური სახელწოდებაა. ის ერაყის ჩრდილოეთით მდებარეობს და ქვეყნის ერთადერთ ავტონომიურ რეგიონს წარმოადგენს. ადგილობრივი ხელისუფლების სათავეში კი, მასუდ ბარზან დგას.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)