|
2017-09-29 13:04:30, 2526 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთში „მონა ლიზას შიშველი ესკიზი“ აღმოაჩინეს
საფრანგეთში სავარაუდოდ, ლეონარდო და ვინჩის „მონა ლიზას“ ესკიზი აღმოაჩინეს, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, საუბარია ნახშირით შესრულებულ შიშველი ქალის პორტრეტზე, რომელიც 150 წელია საფრანგეთში, კონდეს მუზეუმში ინახება. მანამდე მიიჩნეოდა, რომ მონა ვანას სახელით ცნობილი ქალის პორტრეტი მხატვრის სტუდიაში და ვინჩის მოწაფის მიერ იყო შესრულებული. ახლა, ექპერტები აცხადებენ, რომ აღნიშნული ესკიზის შესრულება, ნაწილობრივ მაინც, თავად და ვინჩისაც შეეძლო. შავ-თეთრი პორტრეტი 1862 წლიდან პარიზის მახლობლად, კონდეს მუზეუმში, აღორძინების ეპოქის ხელოვნების კოლექციაში ინახებოდა. „ნახატზე შესანიშნავად დაწერილია სახე და ხელები. ეს არ არის მკრთალი ასლი. ჩვენს წინაშეა ის, რაზეც ლეონარდო ცხოვრების ბოლო წლებში „მონა ლიზასთან“ პარალელურად მუშაობდა. ეს დიდი ალბათობით ფერწერული ტილოს შესაქმნელად მოსამზადებელი სამუშაო იყო“, - განაცხადა კონდეს მუზეუმის კურატორმა მატიე დელდიკიმ. ლუვრის რესტავრატორის თქმით, ტილო "საკმაოდ მაღალი ხარისხისაა" და შექმნის დრო ლეონარდო და ვინჩის სიცოცხლის წლებს ემთხვევა. ამასთან, ექსპერტების ნაწილი თვლის, რომ პორტრეტის ზედა ნაწილში შტრიხები მარჯვენა ხელით არის შესრულებული, და ვინჩი კი, ცაცია იყო. ლეონარდო და ვინჩი (1452-1519) იტალიური აღორძინების უდიდესი მხატვარი იყო. მისი ნახატი მონა ლიზა, იგივე ჯოკონდა, დღემდე რჩება რენესანსის ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე ცნობად და მსოფლიო ხელოვნებისთვის მნიშვნელოვან ნამუშევრად. მიიჩნევა, რომ პორტრეტზე გამოსახული ქალი არის ფლორენციელი ვაჭრის ფრანჩესკო ჯოკონდოს ცოლი, ლიზა გერარდინი. „მონა ლიზას“ ყველაზე მეტჯერ უკეთებდნენ ასლს, ვიდრე სხვა რომელიმე ნახატს.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)