|
2017-09-29 12:27:43, 2800 ნახვა
მსოფლიო
ალექსეი ნავალნი ისევ დააკავეს - „ბებერ პუტინს არ უნდა, რომ აქციას დავესწრო“
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ისევ დააკავეს, - ამის შესახებ BBC იუწყება. სამართალდამცველების თქმით, მისი დაკავების მიზეზი გახდა ოპოზიციონერის მოწოდებები. კერძოდ კი, პოლიტიკოსი მოსახლეობას მოუწოდებდა, არასანქცირებულ მიტინგებში მიეღოთ მონაწილეობა. მანამდე საგამოძიებო უწყებაში აცხადებდნენ, რომ ნავალნი დაკავებული არ არის და ის უწყებაში გამოკითხვაზე მიიყვანეს. ამასთან, ნავალნის განცხადებით, მისი დაკავება კრემლის განკარგულებით მოხდა. "კრემლი აღიქვამს ჩემს შეხვედრებს ამომრჩევლებთან, როგორც საფრთხეს და შეურაცხყოფას. რადგან მათთან შეხვედრაზე უფასოდ არავინ მიდის. როგორც ყოველთვის დამაკავეს და არაფერს მეუბნებიან. როცა ვიკითხე, რატომ ვარ დაკავებული, მითხრეს გავერკვევითო. ბებერ პუტინს არ უნდა რომ ნოვგოროდში დაგეგმილ მიტინგზე წავიდე. სადარბაზოშივე დამაკავეს, როდესაც გამგზავრებას ვაპირებდი", - წერს ოპოზიციონერი Twitterის საკუთარ გვერდზე. ცნობისთვის, დღეს ნიჟნი ნოვგოროდში მიტინგია დაგეგმილი, რომელიც მოსკოვის დროით 18:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ეს ალექსეი ნავალნის დაკავების პირველი შემთხვევა არ არის. ბოლოს ის 12 ივნისს დააკავეს. მაშინ ის კრემლის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის ჩატარებას გეგმავდა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)