22:22 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-28 16:55:18, 1934 ნახვა

კომენტარი
თარხნიშვილი: იმედი მაქვს, კიდევ ერთხელ დაფიქსირდება უპრეცედენტო ერთობა ოპოზიციასა და პრეზიდენტს შორის

"იმედი მაქვს, პრეზიდენტი გამოიჩენს პრინციპულ პოზიციას და დაადებს ვეტოს იმ პრინციპულ საკითხებს, რომელზეც  შევთანხმდით",-   ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა  ლევან თარხნიშვილმა ჟურნალისტებს პრეზიდენტის სასახლეში განუცხადა, სადაც საკონსტიტუციო პროცესში ჩართულ პოლიტიკურ ძალებთან შეხვედრა იმართება.

 "არ არის ეს ნორმალური, რომ ვეტო-ს ორ საკითხზე ითხოვენ, მაგრამ არც მოულოდნელია,  რადგან ჩვენ ვისმენთ ამას ძალისაგან, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში იყო აბსოლუტურად არაკონსტრუქციული, არაკოლეგიალური, და ფაქტობრივად ის არის პასუხისმგებელი იმ პოლიტიკურ ჩიხზე,  რომელშიც ახლა ვიმყოფებით. შესაბამისად, მოულოდნელი არ უნდა იყოს ეს შეურაცხმყოფელი პოზიცია. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი გამოიჩენს პრინციპულ პოზიციას და დაადებს ვეტოს იმ პრინციპულ საკითხებს, რომელზეც რამოდენიმე ხნის წინ პრინციპულად შევთანხმდით. შეგახსენებთ ეს არის 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი, ეს ეხება უზენაეს სასამართლოს, უშიშროების საბჭოს. იმედი მაქვს, რომ დღეს კიდევ ერთხელ დაფიქსირდება ის უპრეცედენტო ერთობა, რომელიც არის ოპოზიციურ პარტიებს ა და პრეზიდენტს შორის",-განაცხადა თარხნიშვილმა. კითხვაზე უნდა შეხვდეს თუ არა პრეზიდენტი მარტო უმრავლესობას, თარხნიშვილმა აღნიშნა, რომ ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია.

"მე რომ მის ადგილას ვყოფილიყავი, ასეთი ულტიმატუმების ენით საუბარს არ მოვინდომებდი",-განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics