|
2017-09-28 16:01:28, 2800 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ში ქალს ცხოველებზე ალერგიის გამო, თვითმფრინავი დაატოვებინეს (ვიდეო)
ამერიკის შეერთებულ შტატებში ქალი აიძულეს Southwest Airlines-ის თვითმფრინავის ბორტი დაეტოვებინა, მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ მას ცხოველებზე ალერგია აქვს, - ამის შესახებ LA Times იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, 46 წლის მერილენდის კოლეჯის პროფესორმა ანილა დაულატზაიმ გაიგო, რომ მასთან ერთად ბორტზე 2 ძაღლი იმყოფებოდა. ამის შემდეგ ქალმა განაცხადა, რომ ცხოველებზე ალერგია აქვს და ძაღლების თვითმფრინავიდან გაძევება მოითხოვა. თვითმფრინავის ეკიპაჟმა, დაულატზაის შესაბამისი საბუთის ჩვენება მოთხოვა, რომლითაც მისი თქმით, არსებული ალერგია დადასტურდებოდა, თუმცა ქალბატონს აღნიშნული ცნობა არ გააჩნდა. მედიის ცნობით, კონფლიქტში პოლიცია ჩაერია. სამართალდამცველებმა ქალბატონს თვითმფრინავის ბორტი ხანგრძლივი კამათის შემდეგ დაატოვებინეს. "გამიშვით, მე პროფესორი ვარ. რას აკეთებთ?" - ამბობდა ქალი. მგზავრები მას მოუწოდებდნენ პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაეწია და თვითმფრინავის ბორტი დაეტოვებინა. როგორც მედია წერს, ქალბატონს ბრალი სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ედება. კომპანიის პოლიტიკის თანახმად, მგზავრებს ბორტზე ცხოველების არსებობის შესახებ ინფორმაციას არ აწვდიან, თუმცა მგზავრს უნდა გააჩნდეს ალერგიის არსებობის შესაბამისი მოწმობა და ბორტზე ასვლის შემდეგ მგზავრს ცხოველისგან მაქსიმალურად დიდ დისტანციაზე სვამენ.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)