|
2017-09-26 15:30:25, 2527 ნახვა
კომენტარი
ნიკა მელია საპარლამენტო უმრავლესობას: ეს დღე ძვირად დაგიჯდებათ
"ეს დღე ძვირად დაგიჯდებათ, რადგან როგორც ჩანს გგონიათ, რომ როგორც ამ დარბაზში ხართ უმრავლესობაში, ასევე ხართ დარბაზს გარეთაც, რაშიც ცდებით", - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ნიკა მელიამ. როგორც მელიამ აღნიშნა, მმართველი გუნდი კონსტიტუციის შეცვლის პროცესში მარტოა. "გულწრფელად გეტყვით, რომ არ მშურს არც ერთი თქვენგანის, რადგან ვხედავ თქვენს უახლოეს მომავალს - როგორ ეცდებით მომდევნო ხელისუფლებასთან მიკედლებას, რადგან დღეს რეალურად თქვენ ამ პროცესით სათავე დაუდეთ ძალიან მტკივენულ პროცესს, რომელიც ბუმერანგივით მოგიტრიალდებათ. თქვენ ამ პროცესში მარტო ხართ. და რაც არ უნდა ილაპრაკოს ეკა ბესელიამ აქ არ არის ჩემი ტანი და თავიო, დიახ არის. ამ კონსტიტუციის მიღებაში თქვენ არც ერთი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფი არ გყავთ მოკავშირედ. თქვენ აკანონებთ დიქტატორულ და კლანურ კონსტიტუციას. თქვენ მოქალაქეებს ართმევთ უფლებას გადაირჩიონ ხელისუფლება. არ არსებობს კონსტიტუციის გარშემო ელემენტარული თანხმობ", - განაცხადა მელიამ.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)