|
2017-09-25 16:44:03, 2412 ნახვა
მსოფლიო
ქურთისტანის ავტონომიურ რეგიონში ერაყისგან გამოყოფის საკითხზე რეფერენდუმი ტარდება
ერაყის ქურთისტანის ავტონომიურ რეგიონში ერაყისგან გამოყოფის საკითხზე დღეს რეფერენდუმი ტარდება, - ამის შესახებ 24Today იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, რეფერენდუმის ჩატარებას ბაღდადის ცენტრალური ხელისუფლება ეწინააღმდეგება. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ისინი საერთაშორისო საზღვრებსა და აეროპორტებს აკონტროლებენ. ამასთან, ცენტრალურმა ხელისუფლებამ სხვა ქვეყნებს მოუწოდა, ქურთისტანის ავტონომიური რეგიონიდან ნავთობის იმპორტზე უარი თქვან. ერაყის პრემიერ-მინისტრის ჰაიდერ ალ-აბადის განცხადებით, ხელისუფლება რეფერენდუმის შედეგებს არ აღიარებს და მისი ჩატარება არალეგიტიმურად მიაჩნია. სააგენტო იტყობინება, რომ 2065 საარჩევნო უბანი 10 საათის განმავლობაში იმუშავებს. ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობის მიღება კი, 5.6 მილიონ ადამიანს შეუძლია. რეფერენდუმის ოფიციალური შედეგები ხვალ გახდება ცნობილი. მედიის ცნობით, რეფერენდუმს მსოფლიოს მასშტაბით ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. ქურთისტანის რეგიონის ერაყისგან გამოყოფას უარყოფითად აფასებს გაეროც. გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ ეს პროცესი “ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლას ხელს უშლის. აღსანიშნავია, რომ რეფერენდუმის გადადებისკენ ქურთისტანის ლიდერს მასუდ ბარზანს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა მოუწოდა. რეფერენდუმამდე ერთი დღით ადრე თურქეთის ხელისუფლებამ ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში ქურთისტანის მუშათა პარტიის იარაღის საწყობები დაბომბა. ოფიციალური ანკარა ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელიც რეფერენდუმს ეწინააღმდეგება. შეგახსენებთ, რომ რეფერენდუმის ჩატარების გადაწყვეტილება ერაყის ქურთისტანის პარლამენტმა 15 სექტემბერს მიიღო. კენჭისყრა რეფერენდუმის შესახებ 2-წლიანი პაუზის შემდეგ განახლდა. პლებისციტის ჩატარებას მხარი 68 დეპუტატიდან 65-მა დაუჭირა. ცნობისთვის, ერაყის ქურთისტანი არაოფიციალური სახელწოდებაა. ის ერაყის ჩრდილოეთით მდებარეობს და ქვეყნის ერთადერთ ავტონომიურ რეგიონს წარმოადგენს. ადგილობრივი ხელისუფლების სათავეში კი, მასუდ ბარზან დგას.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)