|
2017-09-25 15:40:30, 2346 ნახვა
მსოფლიო
საყვარელიძის განცხადებით, პოროშენკო მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას აპირებს
უკრაინის მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის დავით საყვარელიძის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას აპირებს, - ამის შესახებ უკრაინული პარტია "აზალი ძალების" წევრი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. როგორც საყვარელიძემ აღნიშნა, მას გული შესტკივა ქვეყანაზე, რომელსაც კლინიკური პარანოიით დაავადებული ადამიანი მართავს. "სულ ახლახანს მივიღე არაოფიციალური და ჯერ დაუზუსტებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პეტრო პოროშენკო აპირებს მოქალაქეობა ჩამომართვას მე და კიდევ რამდენიმე მისადმი არალოიალურ პირს, ვისაც 2 წლის წინ ეს მოქალაქეობა მანვე მოგვანიჭა. მე ძალიან მაშინებს ჩვენი ქვეყნის ბედი, რომელსაც კლინიკური პარანოიით დაავადებული ადამიანი მართავს. ეს ადამიანი მთავარსარდალიც, კონსტიტუციის გარანტიც და ომის მონაწილე ქვეყნის ლიდერიცაა. არ დაგიმალავთ, ველოდებოდი მოვლენების ასეთ განვითარებას, მაგრამ ბოლო მომენტამდე ვფიქრობდი, რომ პოროშენკო საკუთარი იმიჯისა და რეპუტაციისთვის ასეთ დამაზიანებელ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. ადამიანის სახელმწიფოსთან დამაკავშირებელი ყველაზე მთავარი სიმბოლოს - პასპორტისა და მოქალაქეობის ფეხქვეშ გათელვა ძალიან ცუდი საქციელია. მოექცე მას ისე თითქოს ის შოკოლადის ფაბრიკა "როშენის" პროდუქტი იყოს - ძალიან მდაბიო საქციელია. ეს არ შეშვენის არც მამაკაცს, არც პრეზიდენტს და არც მთავარსარდალს. ვიდრე ხელისუფლებაში ღირსეული ხალხი არ მოვა და ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო არ შეიქმნება, მე იძულებული ვიქნები მოქალაქეობის აღდგენისთვის ახლანდელ ფსევდოდემოკრატიულ სასამართლოებში ვიბრძოლო. ვრჩები Facebook-ის მსოფლიო მოქალაქედ", - წერს საყვარელიძე.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)