05:52 - 14 Aug, 2026
|
2017-09-25 10:47:43, 886 ნახვა
რეგიონი
დაბა წაღვერის მიმდებარედ ტყის მასივში ცეცხლის ახალი კერები არ შეინიშნება
ამ დროისთვის, ბორჯომის ხეობაში, დაბა წაღვერის მიმდებარედ, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში ცეცხლის ახალი კერები არ შეინიშნება. ასევე, მკვეთრად შემცირებულია დაკვამლიანების დონეც. დღეს დილიდან, ხანძრის ქრობის პროცესში, 3 საჰაერო ტექნიკა ჩაერთო - საქართველოს 2, აზერბაიჯანის 1, ასევე უახლოეს პერიოდში სამუშაოებში ჩაერთვება თურქეთის 2 ვერტმფრენი. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები. ისინი მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე დარჩნენ და კერების დამუშავების პროცესს ახორციელებდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)