07:56 - 14 Aug, 2026
|
2017-09-22 15:47:51, 1681 ნახვა
სამხედრო
ვაზიანის პოლიგონზე რეაქტიული ბატალიონის გეგმიური საველე სწავლება დასრულდა
ვაზიანის პოლიგონზე I საარტილერიო ბრიგადის რეაქტიული ბატალიონის გეგმიური საველე სწავლება დასრულდა. სწავლების მიზანს ბატალიონის შტაბისა და ქვედანაყოფების კოორდინირებულ მუშაობაში უნარების დახვეწა წარმოადგენდა. სამკვირიანი წვრთნების განმავლობაში პირადი შემადგენლობა საბრძოლო გასროლებს BM21 ზალპური ცეცხლსასროლი სისტემებიდან აწარმოებდა. სამიზნე მანძილი კი 6 კილომეტრამდე მერყეობდა. დასკვნით ნაწილში ბატალიონში შემავალ ასეულებს სპეციალურად აღნიშნული სწავლებისთვის I საარტილერიო ბრიგადის შემფასებელთა ჯგუფი აფასებდა. ჯგუფი სამხედრო მოსამსახურეებს საბრძოლო ბრძანების გაცემის, აღსრულების პროცესისა და სამხედრო გადაწყვეტილების მიღების დროს გამოვლენილი თვისებების მიხედვით აფასებს. გეგმიური საველე სწავლება საბრძოლო სროლებით მომავალშიც იგეგმება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)