|
2017-09-22 10:47:18, 2536 ნახვა
მსოფლიო
მექსიკაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 286-მდე გაიზარდა
მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 286-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ქალაქის გარკვეულ ნაწილში საცხოვრებელი შენობები და ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურებულია. ამასთან, 3 ათასამდე შენობა შესაძლოა დაინგრეს. ქვეყნის პრეზიდენტის ენრიკო პენია ნიეტოს განცხადებით, დაღუპულთა შორის 20-ზე მეტი ბავშვია. მედიის ცნობით, 2 მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. პრეზიდენტის განკარგულებით სამაშველო სამუშაოებში სამხედროებიც არიან ჩართული. ენრიკე პენიო ნიეტამ სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიწისძვრის შემდეგ დაკარგული ადამიანების შესახებ 200-ზე მეტი განცხადება მიიღეს. აღსანიშნავია, რომ მიწისძვრა, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიწისძვრის 32-ე წლის თავს დაემთხვა, რომლის შედეგადაც მექსიკაში 10 ათასამდე ადამიანი დაიღუპა. შეგახსენებთ, რომ გუშინ მექსიკის ქალაქ პუებლა-დე-სარაგოსას მახლობლად 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში მექსიკაში ეს უკვე მეორე მიწისძვრაა. 8 სექტემბერს მექსიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)