20:24 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-21 17:29:28, 2303 ნახვა

კომენტარი
რობერტ ლოუსონი: ქვეყნების უმეტესობა ისურვებდა ისეთივე ეკონომიკური სისტემა ჰქონდეს, რაც დღეს საქართველოშია

„დღეს საქართველოს ეკონომიკა იმაზე თავისუფალია, ვიდრე მრავალი სხვა ქვეყნის, მათ შორის ჩემი ქვეყნის ეკონომიკა“, - ამის შესახებ  ფრეიზერის ინსტიტუტის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგის ერთ-ერთ ავტორმა, რობერტ ლოუსონმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩვენ განვიხილეთ 2005 წლიდან დღემდე საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები  და ეკონომიკის თავისუფლების ინდექსი, რომელსაც ჩვენ აშშ-ში ვანიჭებთ. ვინაიდან საქართველოში იმაზე მეტი რეფორმა განახორციელდა, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, დღეს საქართველოს ეკონომიკა იმაზე თავისუფალია, ვიდრე მრავალი სხვა ქვეყნის, მათ შორის ჩემი ქვეყნის ეკონომიკა. დარწმუნებული ვარ, ქვეყნების უმეტესობა ისურვებდა ისეთივე ეკონომიკური სისტემა ქონდეს, რაც დღეს საქართველოშია“, - აღნიშნა ლოუსონმა.

რობერტ ლოუსონი საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტით იმყოფება. პირველი შეხვედრა მან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროების, ეროვნული ბანკის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, მთავრობის ადმინისტრაციისა და  „ახალი ეკონომიკური სკოლის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics