|
2017-09-20 19:59:04, 2731 ნახვა
მსოფლიო
ქარიშხალმა „მარიამ“ დომინიკში 7 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა
ქარიშხალმა „მარიამ“ დომინიკის რესპუბლიკაში 7 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ქარის სიჩქარე 250 კილომეტრ საათს აღწევს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრ რუზველტ სკერიტის განცხადებით, თითქმის ყველას სახლის სახურავი ახდილია, მათ შორის მისი რეზიდენციის სახურავიც. მედიის ცნობით, მეხუთე კატეგორიის ქარიშხალი "მარია" ახლა ვირჯინიის კუნძულებსა და პუერტო-რიკოს დაატყდა თავს, სადაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. „მარიას“ კი ტროპიკული შტორმი „ლი“ მოსდევს, რომელიც ასევე კარიბის კუნძულებს ემუქრება. ატლანტის ოკეანეში ამჟამად კიდევ ერთი ქარიშხალი „ხოსე" მძვინვარებს. ცნობისთვის, ბოლო 1 თვის განმავლობაში ამერიკასა და კარიბის აუზის კუნძულებს რამდენიმე ქარიშხალი დაატყდა თავს. პირველი ქარიშხალი "ჰარვი" ტეხასსა და ლუიზიანაში მძვინვარებდა, მას მოჰყვა ქარიშხალი "ირმა" და "ხოსე". სამივე ქარიშხალი 5 კატეგორიამდე იყო ასული. პრობლემები შექმნა ქარიშხალმა "კატიამ". სტიქიების შედეგად გაჩენილი ზარალი ასობით მილიარდ დოლარს შეადგენს. საერთო ჯამში 100-მდე ადამიანი დაიღუპა, ასობით ათაში კი, უსახლკაროდ დარჩა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)