05:49 - 14 Aug, 2026
|
2017-09-19 10:46:08, 738 ნახვა
რეგიონი
ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. გამშვები პუნქტები სამი დღით დაკეტა
ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ გამშვები პუნქტები 3 დღით დაიკეტა, - ამის შესახებ "სპუტნიკ ოსეტია" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ე.წ. გამშვები პუნქტების დაკეტვა ოკუპირებულ რეგიონში დე-ფაქტო რესპუბლიკის დღის აღნიშვნასთანაა დაკავშირებული. "მიმოსვლა 19 სექტემბრის დილით 09:00 სთ-ზე შეწყდა და 22 სექტემბრის დილის 07:00 სთ-ზე "ჩვეულ რეჟიმში" განახლდება", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება 20 სექტემბერს ე.წ. რესპუბლიკის 27-ე წლისთავს "აღნიშნავს". ოკუპირებული რეგიონში სამხედრო "აღლუმი" და სხვადასხვა სახის ღონისძიებები ჩატარდება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)