|
2017-09-18 09:38:23, 2320 ნახვა
მსოფლიო
მოხდება თუ არა დღეს მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა, ამ დრომდე უცნობია
ლვოვის ოლქის მოსტისკის რაიონულ სასამართლოში, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთის შესახებ ადმინისტრაციული ოქმი გადაიგზავნა, პროცესი დღეს არის ჩანიშნული. ჯერჯერობით უცნობია, გაიმართება თუ არა სასამართლო სხდომა, ვინაიდან რამდენიმე დღის წინ Strana.ua-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლვოვის სასამართლოში სააკაშვილის საქმის განხილვა მოსამართლეების არყოფნის გამო, შესაძლოა, რამდენიმე კვირით გადადებულიყო. საქმე იმაშია, რომ მედიის ცნობით, სასამართლო რეფორმის გამო მოსტისკის რაიონულ სასამართლოში მხოლოდ ორი მოსამართლე დარჩა - იური კიჩაკი და იური ბილოუსი. იური კიჩაკს 5-წლიანი ვადა ამოეწურა, ვინაიდან ის თანამდებობაზე ჯერ კიდევ 2009 წელს პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს განკარგულებით დაინიშნა. რაც შეეხება იური ბილოუსს, ის ერთადერთი მოქმედი მოსამართლეა, თუმცა შვებულებაშია გასული. ბოლო საქმე ბილოუსმა 25 აგვისტოს განიხილა. სასამართოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მუშაობა 18 სექტემბერს უნდა განახლდეს, ვინაიდან იური ბილოუსი შვებულებიდან დაბრუნდება.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)