|
2017-09-15 17:22:48, 2213 ნახვა
მსოფლიო
ლვოვის სასამართლოში სააკაშვილის საქმის განხილვა მოსამართლეების არყოფნის გამო, შესაძლოა, რამდენიმე კვირით გადაიდოს
ლვოვის ოლქის მოსტისკის რაიონულ სასამართლოში, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთის შესახებ ადმინისტრაციული ოქმი გადაიგზავნა, მოსამართლეები არ არიან, - ამის შესახებ Strana.ua იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სასამართლო რეფორმის გამო მოსტისკის რაიონულ სასამართლოში მხოლოდ ორი მოსამართლე დარჩა - იური კიჩაკი და იური ბილოუსი. იური კიჩაკს 5-წლიანი ვადა ამოეწურა, ვინაიდან ის თანამდებობაზე ჯერ კიდევ 2009 წელს პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს განკარგულებით დაინიშნა. რაც შეეხება იური ბილოუსს, ის ერთადერთი მოქმედი მოსამართლეა, თუმცა შვებულებაშია გასული. ბოლო საქმე ბილოუსმა 25 აგვისტოს განიხილა. სასამართოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მუშაობა 18 სექტემბერს უნდა განახლდეს, ვინაიდან იური ბილოუსი შვებულებიდან დაბრუნდება. მანამდე სასამართლოში აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეს 18 სექტემბერს განიხილავდნენ, თუმცა სასამართლოს საქმეებში სააკაშვილის საკითხი არ ფიგურირებს. მოსამართლის დაბრუნების შემდეგ უნდა დაინიშნოს ახალი თარიღი, რის შემდეგადაც მონაწილე მხარეებს აღნიშნულის შესახებ შეატყობინებენ.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)