|
2017-09-15 13:34:43, 830 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სასწავლო წლის დაწყების საზეიმო ღონისძიებას დაესწრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილთან ერთად ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი ესწრებოდნენ. მთავრობის თავმჯდომარემ აკადემიის ეზოში შეკრებილ პირველკურსელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. ,,მოხარული ვარ, რომ უკვე მეორედ მომეცა საშუალება მივულოცო აკადემიის პირველკურსელ სტუდენტებს სწავლის დაწყება. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და სამახსოვროა ეს დღე თქვენთვის, პირველკურსელებისთვის, რადგან დღეს თქვენ დგახართ ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპის დასაწყისთან - ეს არის პროფესიის არჩევის და სტუდენტობის ეტაპი, დრო, რომელიც ყველაზე მეტად გვამახსოვრდება და ყველაზე მეტად განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. მე განსაკუთრებით ამაყი ვარ დღეს, როცა ვხედავ მეზღვაურთა ფორმაში გამოწყობილ ამდენ ახალგაზრდას, რომლებმაც მთელს მსოფლიოში საპატიო და საამაყო პროფესია აირჩიეს. ბათუმი ხომ მეზღვაურთა ქალაქია. მე არაერთხელ მითქვამს, რომ მეზღვაური სტუდენტები განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ჩვენს ქალაქს და ამაში ყველანი დამეთანხმებით. თქვენ გახდით სტუდენტები ბათუმის საზღვაო აკადემიის, რომელიც დღეს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამის კვალიფიციურ კადრებს ამზადებს. ბოლო პერიოდში განხორციელებულმა მნიშვნელოვანმა რეფორმებმა გავლენა მოახდინა საზღვაო აკადემიის რეიტინგის ამაღლებაზე და წელს საზღვაო აკადემიას 575 პირველკურსელი ჰყავს, არცერთი ვაკანტური ადგილი არ დარჩა, რაც განაკუთრებით მახარებს" - აღნიშნა მილოცვის სიტყვაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ერთადერთი საზღვაო სასწავლებელია საქართველოში, რომელიც აღჭურვილია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და რომლის დიპლომიც საერთაშორისოდაა აღიარებული. საზღვაო აკადემიაში ორი მიმართულებით ხორციელდება საგანმანათლებლო პროცესი: საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტი და ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი. ამჟამად აკადემიაში დაახლოებით 2200 სტუდენტი სწავლობს. (NS)
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)