|
2017-09-14 15:51:54, 2251 ნახვა
მსოფლიო
Libya Herald: დაკავებულ გემს, სადაც 3 ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა, სავარაუდოდ კონტრაბანდა გადაჰქონდა
ტრიპოლის საზღვაო ძალების სპიკერის აიუბ გასემის ინფორმაციით, ლიბიაში დაკავებულ გემს, სადაც 3 ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა, სავარაუდოდ კონტრაბანდა გადაჰქონდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Libya Herald-ი ავრცელებს. მედია საშუალების ინფორმაციით, ლიბიის დასავლეთ სანაპიროზე ორი უცხოური გემი 30 აგვისტოს დააკავეს. კერძოდ კი, ტანკერი სახელად Rex და თევსაჭერი ნავი გამოცემა Libya Herald-ის ინფორმაციით, ლიბიის დასავლეთ სანაპიროზე ორი უცხოური გემი დააკავეს. ტანკერი, სახელად Rex და თევზსაჭერი ნავი ტრიპოლში გადაიყვანეს, სადაც ეკიპაჟის წევრები დაჰკითხეს. გასემის თქმით, ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობპროდუქტის ტანკერი, რამდენიმე დღის განმავლობაში ტრიპოლის სანაპირო დაცვის სამსახურის მიერ დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა. მის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გემს 1,160,000 ლიტრი საწვავი კონტრაბანდული გზით გადაჰქონდათ. როგორც მედია წერს, ლიბიის სანაპირო ზოლზე დაკავებული მეორე ნავი მალტის დროშის ქვეშ დაცურავდა. აღნიშნული გემის დაკავება უნებართვო თევზაობის გამო მოხდა.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)