14:48 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-12 05:09:40, 2565 ნახვა

მსოფლიო
სააკაშვილი: ჩემი მიზანი არაა პრეზიდენტობა ან პრემიერობა - ეს პოროშენკომ შემომთავაზა, მაგრამ უარი ვუთხარი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით,  მისი მიზანი უკრაინის პრეზიდენტობა არაა.

როგორც სააკაშვილმა ლვოვში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, მას ქვეყნის ხელისუფლებაში ახალი ხალხის მიყვანა სურს.

"მეკითხებიან, ტიმოშენკოსთან ერთად ვქმნი თუ არა ახალ პარტიას. დიდი მადლობელი ვარ, რომ გამოიჩინეს სოლიდარობა და მთელი დღის განმავლობაში იბრძოდნენ ჩემთან ერთად. არ შემიძლია ამისთვის მადლობა არ გადავუხადო ტიმოშენკოს, სხვა დეპუტატებს, მაგრამ ამავდროულად მთავარი იყო ათასობით ადამიანი, რომელიც იქ მოვიდა. მათთან ერთად ვიმოქმედე. ზოგი მეუბნება ამასთან ნუ დაჯდები, იმასთან ნუ დაჯდებიო, მე დავჯდები უკრაინელ ხალხთან ერთად. ჩემი მიზანი არ არის არც უკრაინის პრეზიდენტობა, არც პრემიერობა - ეს ადრე პოროშენკომ შემომთავაზა, მაგრამ უარი ვუთხარი, მე ამის მიზანი არ მაქვს. ჩემი მიზანია, რომ უკრაინის ხელისუფლებაში ახალი ხალხი მოვიდეს, რომელიც შეცვლის ქვეყანას. ამ ხალხს შევაგროვებ მთელი უკრაინის ტერიტორიაზე. არც თუ ისე ხანში შესული ვარ, მაგრამ უნდა მოვიყვანოთ ახალი ხალხი, ახალგაზრდობა, რომელიც პინჩუკს და მის ნაირებს არ მოუსმენს და არ შეუშინდება", - მიმართა ადგილზე შეკრებილ მოსახლეობას მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics